„მცდარი პოზიცია აქვთ შერჩეული, მაგრამ მათი მესმის - რადგან არ აქვთ პასუხები, ამიტომ ხალხის ქუჩაში მოგროვება უნდათ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შესახებ, რომელთა ნაწილი „დედაენის ბაღში“ შეიკრიბა და კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპონენტებმა ჯობს კითხვები და პასუხები მოაგროვონ კანონპროექტთან დაკავშირებით. „ხალხის მოგროვებას, უჯობთ, პასუხები მოაგროვონ. შეუძლიათ - ლეგიტიმური კითხვებიც. მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ასევე, მათგან მოვითხოვთ პასუხს იმ კითხვაზე, რაც დავსვით და რაც საზოგადოებას აინტერესებს - თუ რა არის ასეთი დასამალი. რეალურად, მათ დასამალი აქვთ შავი ფული, რითაც საზოგადოების აზრის თავად საზოგადოების საწინააღმდეგოდ ფორმირება სურთ.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.