"ხელისუფლებამ მიიღო დიდი ალიყური, მოუწია სისუსტის დემონსტრირება. პროტესტმა ხალხს საკუთარი ძალის რწმენა აგრძნობინა. ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისთვის. იმისაც კარგად ხვდებიან, რომ მომხიბვლელობა, ენერგეტიკა და შარმი ამ პროტესტს შესძინა იმ თაობამ, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც არის დაკავებული.
აქციაზე ძალიან ბევრი კანონდარღვევა შეიძლება მომხდარიყო - არც მე ვემორჩილებოდი პოლიციის "კანონიერ" მოთხოვნებს. ამიტომ, ნებისმიერს შეიძლება მოსდონ შარი და დააკავონ" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ნებისმიერ ადამიანს ამოარჩევ, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობს და გამოუნახავ რაღაც ბრალს. იმიტომ არ ზის ლაზარე ციხეში, რომ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხი დახოცეს ქოცმა ორკებმა. სუს-ის მიერ კონტროლირებულმა ხალხმა პირდაპირი ძალადობის მოწოდებით ოფისები დაარბიეს, ქვები ურტყეს და გვინახავს, რომ პოლიციელს თავში უტყაპუნებდნენ და იმის გამო, რომ ხელისუფლების მოკავშირეა, რაღაც მცირე ჯარიმით გამოძვრნენ ან მათ საერთოდ არავინ აკავებს.
📍 აქცია პირველ აპრილს, შაბათს სიმბოლურად დავნიშნეთ - "ლაზარეს შაბათს" ვუკავშირებთ. 8 აპრილსაც გავმართავთ აქციას. ამის გარდა მომზადება გვინდოდა მასალის და ჩვენ ვაჩვენებთ, რა დანა
შაულებებს სჩადიან ხელისუფლების მოკავშირე პუტინისტი ორკები, რომლებიც უმცირესობებს დასდევენ ქუჩებში.
ხელისუფლება ძალიან კარგად ხვდება, რამ მისცა ძალა ამ საპროტესტო აქციებს - ლაზარეს თაობამ მისცა ძალა და მათ გატეხვას ცდილობს, სტუდენტების გატეხვას ცდილობს, რომ მერე აქცია დატოვოს ჩემი ასაკის ხალხის იმედად, რასაც ასეთი მომხიბვლელობა არ ექნება და უსაფრთხო იქნება მთავრობისთვის".- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა