ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართულად ალაპარაკებულა 100 პროცენტით უკრაინელი და იქიდან ჭკუის დარიგებასაც ბედავს. GEN-Z-ის წარწერიანი მაისურითაც მოგვევლინება ჯვრის ნაცვლად.
ბოკერია მაძალებდა ჯვრის ქნევას და ერთი მუჭა ლიბერალების გინებას, თორემ ჰიფსტერი ვარ ჩემი დღე და მოსწრებაო იტყვის“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე“.