მეგობრებო, როცა ნაცების (კეზერა, ფორმულა - ერთი და იგივეა) ნაქირავებ სცენაზე გინდათ დგომა, ნაცების ლიდერებიც უნდა აიტანოთ. (ჩვენ არ ვდგავართ მათ ნაქირავებ სცენაზე, ჩვენსას ვქმნით) ლიდერები გააჩუმეთ, რომ ხალხი იოლად მოვატყუოთ, არის უსინდისობა. ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე.ვანო მერაბიშვილი არის ნაცმოძრაობის ლიდერი. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს არის რელობა. თუ რეალობა არ მოგწონთ, რეალობა უნდა შეცვალოთ დაეს ძალა აღარ იყოს ანგარიშგასაწევი ძალა.თქვენ შეგიძლიათ გააბრიყვოთ ცოტა დიდი ხნით, ბევრი - ცოტა ხნით, მაგრამ ტყუილებით სულ ფონს ვერ გახვალთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.