პარტიებმა დრო საკუთარი მხარდაჭერის გაზრდაზე უნდა ხარჯონ და არა უშრომელად და მხარდაჭერის გარეშე პარლამენტში მოხვედრაზე. - წერს გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:
"მეგობრებო, ბარიერზე საუბრობენ ისევ, მაგრამ მე იმაში დავრწმუნდი, რომ ასი ათას კაცს თუ ვერ არწმუნებ საკუთარ უნარებში და ხედვის სისწორეში, არც უნდა იყო პარლამენტში.
როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, ფულის ტომრების მხარდაჭერას ეძებ და მერე ვიღებთ ვითარებას, რომ ვიღაც თავხედები, რომლებსაც 20 ათასი კაცი ძლივს უჭერს მხარს, საერთო სახალხო აქციებზე მოხტომას ცდილობენ იმიტომ რომ მინდა ვიყო ოლიგარქის ნაყიდები არიან და ოლიგარქის გადახდილ სცენაზე დგანან.
მოკლედ, პარტიებმა დრო საკუთარი მხარდაჭერის გაზრდაზე უნდა ხარჯონ და არა უშრომველად და მხარდაჭერის გარეშე პარლამენტში მოხვედრაზე.
ანამ ჩვენს შინაარსს 100 ათასი კაცი არ გაიზიარებთ და ჩვენთან ერთად იბრძოლებთ ამ შინაარსის გასატანად, მანამდე არ გვექნება საკმარისი ძალა, რომ ეს შინაარსი გავიტანოთ."