თამაშგარე რჩება ხალხი როცა რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები ერთმანეთს ეტმასნებით! პროტესტმა მაინც არაფერი დაგანახათ და გასწავლათ? რატომაა ასეთი რთული მიხვედრა? - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"პოლიტიკოსი, რომელიც გეტყვით, რომ ჯერ ბიძინა დავამარცხოთ და მერე - არჩევნები რომ დაინიშნება, იმ არჩევნებში დავუპირისპირდეთ ერთმანეთს არის შარლატანი და საერთოდ არ იცნობს ხალხს და მის დამოკიდებულებას პოლიტიკურ სპექტრთან.
აზრზე არ არის!
მეგობრებო, ხალხის მთავარი პრეტენზია პოლიტიკურ სპექტრთან არის ის, რომ არჩევნების წინ ახსენდებათ ისინი და რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს - ეს იკითხება კვლევაში, ეს მტკიცდება ემპირიულად. თუ ჩემი არ გჯერათ, თქვენც იარეთ ჩვენსავით ქართულ ოჯახებში და დაიჯერებთ. “თქვენ ყველას, არჩევნების წინ გახსენდებით” - აი ესაა მთავარი პრეტენზია რასაც ყველაზე ხშირად გაიგებთ კარდაკარ ბოდიალისას. ყალბი ერთიანობის საფარქვეშ - მოსახლეობის 70 პროცენტის ინტერესები დაუცველი რჩება პოლიტიკური სპექტრის მიერ და ეს ხალხი სტატუს კვოში იძირება. ვერ მოხდება ცვლილება თუ ეს ხალხი რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერად არ იქცა. ამიტომ პირიქით, არჩევნებიდან არჩევნებამდე, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ილაპარაკონ ხალხთან თავიანთ განსხვავებებზე და ისეთი მრავალფეროვნებით წარმოჩინდნენ, რომ ხალხმა თავიანთი ინტერესების გამტარებელი პარტიები იპოვონ და გააძლიერონ.
რასაც მე ვამბობ არის 100 პროცენტიანი და არ ექვემდებარება არანაირ გადახედვას.
შედით ოჯახებში და დაინახავთ!
p.s. ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი განსხვავებული შეხედულებების ხალხის ინტერესები რომელიმე ერთიანმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოხატოს. თამაშგარე რჩება ხალხი როცა რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები ერთმანეთს ეტმასნებით! პროტესტმა მაინც არაფერი დაგანახათ და გასწავლათ? რატომაა ასეთი რთული მიხვედრა?"