ყური არ მაქვს მიდებული იმ ოთახზე, სადაც კეზერაშვილი და ჩიქოვანი ბჭობდნენ „ქვეყნის სვებედსა და მომავალზე“, თუმცა ზუსტად ვიცი, წარმომიდგენია, რაზეა საუბარი, როცა კეზერაშვილი იბარებს თავის ხელის ბიჭებს და გოგონებს, რომელთაც მსუყედ აფინანსებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ დიმიტრი ჩიქოვანი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა.
„იცით, რომ ის განიზრახავდა „ბარბაროსას“ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და 15 მილიონი დოლარი ჰქონდა მობილიზებული არჩევნებისათვის. მას განზრახული აქვს კიდევ 15 მილიონი დოლარის მობილიზება სპეციალურად ენჯეოსექტორის საბრძოლო ქვედანაყოფისათვის. ეს ენჯეოსექტორი ერთ პროცენტს მაინც თუ დახარჯავს ქართველი ადამიანის საკეთილდღეოდ, მაშინ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ მერწმუნეთ, არცერთი თეთრი ადამიანებისთვის – ყველა ცენტი, ფუნტი, ევრო თუ დოლარი მიემართება იმისკენ, რომ, მათ შორის ენჯეოსექტორის უზარმაზარი დახმარებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში რევანშისთვის. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას, როდესაც სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე იყვნენ ფინალში, მეორე ტურში გაჩეჩილაძემ პირწმინდად ბეჭებზე დადო სააკაშვილი, მაგრამ სწორედ ენჯეოსექტორის აქტიურობით მას ცხვირწინ ააცალეს ეს გამარჯვება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.