ჩვენ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ ვაპირებთ რუსეთთან, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ყოველთვის, როცა „ოცნება" დგამს პროგრესულ ნაბიჯებს ევროპული მიმართულებით, მარგინალ ოპოზიციას რაღაც მაშველი რგოლივით ევლინება განცხადებები კრემლიდან. ჩვენ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ ვაპირებთ რუსეთთან, ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობა როგორც კი აღდგება, იმ წუთასვე შეგვიძლია, არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, თუ ეს იქნება ხალხის ნება", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.