ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ პირველი სამიზნე იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი და გასაკვირიც არაფერია, სადაც ლიბერალური ფაშიზმი მისწვდა პრეზიდენტ ტრამპს და პრემიერ ფიცოს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის უპირველესი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ შეიცვლის მშვიდობიან ვექტორს და ივლის ბალანსის პოლიტიკით.
„აბსოლუტურ სასოწარკვეთაში არიან „ნაცმოძრაობის“ წევრები, მათი მხარდამჭერები მითუმეტეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუბოზე უკანასკნელი ლურსმნის დაჭედების ტოლფასი. რა თქმა უნდა, მათ კლავთ ბრაზი. რა თქმა უნდა, მათ ამოძრავებთ პრაგმატიზმი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის უპირველესი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ შეიცვლის მშვიდობიან ვექტორს, ივლის ბალანსის პოლიტიკით, არ უღალატებს არცერთ სტრატეგიულ პარტნიორს და იქნება მნიშვნელოვანი როლის მოთამაშე რეგიონში“, - აღნიშნა ოდიშარიამ.