აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთში ჩავიდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების ლიდერების შეხვედრას დაესწრება.

მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი დახვდა.