აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობაში იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობებზე და თქვა, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციებთან ქვეყნის ურთიერთობები იყო წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის დროს. ისინი აგებული იყო ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთდახმარებაზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ყოველთვის სტაბილური იყო. იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თარგმანი: პირველი არხი