აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ამერიკას აზერბაიჯანი მხოლოდ მას შემდეგ დასჭირდა, რაც მათ ავღანეთის ოკუპაცია დაიწყეს.

"ვიდრე ავღანეთში იმყოფებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენ წინააღმდეგ", - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

"რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?" - ამბობს ალიევი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა გასული წლის შემოდგომაზე, დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა. შედეგად, არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლიდან არსებობა შეწყვიტა.