საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ საღამოს არანაირი პროვოკაცია არ იქნება და ყველა მშვიდად უნდა იყოს.
„ჭირში და ლხინში ერთად ვართ, აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმოთ, ყველაფერში ერთად ვართ. ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით. არანაირი პროვოკაცია არ იქნება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.
განცხადება ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა, რომლის განცხადებითაც „ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“.