მე-20 დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები იმართება.

შეკრებილები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აქცია-მსვლელობებით აპროტესტებენ. მთავარი მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან ერთად სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები დედაქალაქის ქუჩებში მარშებს აწყობენ დღის ბოლოს კი პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან.