სასაცილოდ არ მყოფნის სუს-ში ფარცხალაძის დაკითხვაზე მისვლა.იდიოტები ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„სასაცილოდ არ მყოფნიდა სუს-ში ფარცხალაძის დაკითხვაზე მისვლა, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი ფარსი იყო, რომ სუსში მივიდა და ვითომ დაკითხეს. საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთონ არ გამოვა და რაღაც სათქმელი ხომ უნდა ჰქონდეთ. იდიოტები ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეები და ჰგონიათ, რომ ვინმე ამას დაიჯერებს“- განაცხადა ანა წითლიძემ.