„უფასო კვების პროგრამა საჯარო სკოლებში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.
მისი თქმით, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გააცნო UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა.
„როდის უნდა გახდნენ ბავშვები პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის და როდის უნდა დაიწყოთ უფასო კვების განხორციელება საჯაროს სკოლებში? ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გააცნო UNDP-თან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამა, როგორ უნდა დაიწყოს სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების პროგრამა სკოლებში. ჯერჯერობით ამ მხრივ პროგრესი არ გვაქვს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.