„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ევროინტეგრაციას და ატარებენ რუსულ ინტერესს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ამ ადამიანებზე უნდა იყოს პერსონალური სანქციები.“- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლებიც თანამშრომლობენ რუსულ ხელისუფლებასთან და რეალურად ატარებენ რუსულ ინტერესს ქვეყანაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ამ ადამიანებზე უნდა იყოს პერსონალური სანქციები და პერსონალური სანქციებით ეს ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ასე არ შერჩებათ საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟი, ამიტომ ბუნებრივია და მოულოდნელი არ არის, რომ ჩვენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე ვმუშაობთ.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.