გამოდით 18:00 საათზე - დღეს, გარეთ, რუსთაველზე. გამოდით!" - წერს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
"ანუ მთელი ძალოვანი სტრუქტურები შსს, სუს, და ა.შ. - ვისაც პირდაპირ ევალება ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს. ქვეყნის 20% ოკუპირებულია ამ დროს. გამოდით 18:00 საათზე - დღეს, გარეთ, რუსთაველზე. გამოდით!" - წერს ანა წითლიძე.
ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.