პოლიტიკოსი არ უნდა იყოს შავებში ჩაცმული. პირიქით, სულ უნდა ჩანდეს, რომ მომიტინგემ საჭიროებისამებრ მარტივად იპოვოს.", -  წერს სოციალურ ქსელში "გირჩის" ერთერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი:

მიტინგზე ქცევის წესები.

1. დააკვირდი პოლიციელს.

- ის შავებშია ჩაცმული, ნიღაბი უკეთია, რომ ვერაფრით გაარჩიო ერთი პოლიციელი მეორესგენ. ეს ნიშნავს, რომ შენს ცემას აპირებს ან არ გამორიცხავს, ამიტომ შენც, რომც არაკანონიერს არაფერს გეგმავდე, ერთნაირად უნდა იყო ჩაცმული. ბრენდეირებული წითელი ქუდი ან მწვანე ჰუდი, სიკეთეს არ მოგიტანს.

- პოლიციელები, გარდა იმისა, რომ ერთნაირად აცვიათ, ერთმანეთს იცავენ და ორგანიზებულად მოქმედებენ. შენც წინასწარ უნდა დაგეგმო მოქმედება და არ მიატოვო მეგობარი განსაცდელში.

2. დააკვირდი პოლიტიკოსს.

მის წინ არ დადგე, დადექი მის გვერდზე ან მის უკან. თუ პოლიტიკოსი ისე შორს არის, რომ მის უკან დგომა უხერხულია, იპოვე უკეთესი პოლიტიკოსი. თუ ვერ იპოვე, კარგად დაფიქრდი, ღირს თუ არა, ასეთი პოლიტიკოსის გამარჯვებისთვის ჯანმრთელობისა და თავისუფლების გარისკვა.

3. დააკვირდი სიტუაციას.

თუ ზუსტად არ გესმის, რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ („ისვრი“, „აწვები“ და ა.შ.), არ გააკეთო. დაიხიე უკან და დაფიქრდი ან იპოვე პოლიტიკოსი და კითხე. თუ ვერ იპოვე, იხილე პუნქტი #2.

4. გმირობას ნუ ჩქარობ და სხვებსაც ნუ მოსთხოვ.

გმირობა მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როცა სხვებმა საკუთარი საქმე არ გააკეთა, და თუ მაინც გარისკვას დააპირებ, მოქმედებაზე მინიმუმ იმის შემდეგ გადადი, როცა 1-2 პოლიტიკოსი მაინც გმირობას დაიწყებს.

5. რევოლუცია და ჯანყი - გართობა არაა.

წარუმატებლობის შემთხვევაში, ვიღაც დაშავდება, ვინმე ბევრი წლით ციხეში აღმოჩნდება, ვინმემ, შეიძლება, ცხოვრებაც კი დაკარგოს. ამიტომ რაც არ უნდა იყოს, ჯერ პოლიტიკოსი მიუშვი წინ. თუ ასეთი პოლიტიკოსი ვერ იპოვე, იხ. პუნქტი #2.

P.S. პოლიტიკოსი არ უნდა იყოს შავებში ჩაცმული. პირიქით, სულ უნდა ჩანდეს, რომ მომიტინგემ საჭიროებისამებრ მარტივად იპოვოს.