"გირჩი"-ს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"წარმოუდგენელი რევანში, რომელიც, ალბათ, პოლიტიკის ისტორიაში შევა, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აშშ-ი გადარეულ კომუნისტ ჰარისს უთხრეს უარი.

 იმედია, ტრამპი დაპირებების დიდ ნაწილს შეასრულებს, იქნება ეს რეგულაციების, გადასახადების და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება თუ როს ულბრეხტის შეწყალება.
ქართველი ხალხისგან განსხვავებით, ამერიკელებმა ამჯერად სწორი არჩევანი გააკეთეს." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, გამარჯვებისთვის საჭირო 270 ელექტორალური ხმიდან დონალდ ტრამპს უკვე 267 ხმა აქვს