კეზერაშვილისგან დაფინანსებული ჯაან შვეჩკები აბდაუბდა პოსტებს რომ წერთ, არ იცოდით, ფული როგორ იშოვა მაგ გარეწარმა? იცოდით და იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„კეზერაშვილზე გასული ფილმის მერე მისგან დაფინანსებული „აი ჯაან შვეჩკები“ აბდაუბდა და გრძელ პოსტებს რომ წერთ, თქვენ მინდა, გკითხოთ, მანამდე, ჯარს რომ ფული მოპარა მაგ ჯიგარმა, არ იცოდით? ან ზოგადად, არ იცოდით, მაგ გარეწარმა ფული როგორ იშოვა? ბიზნესებს რომ ახევდა ხალხს, არ გსმენიათ? უიმე, ევროპელი პენსიონრების ბედით შეწუხდით ხომ? ძაანაც კარგად იცოდით და მშვენივრადაც იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ჯაან შვეჩკებს“ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი. რამე ჯაგა ტელევიზია მაინც ყოფილიყო. ასე რომ, ქურდის და გარეწარის ნაძარცვი ფულით გამაძღრებმა ჭკუა ასწავლეთ ბებიათქვენებს და კეზერას, თუ გაუბედავთ კიდევ“, – წერს ალეკო ელისაშვილი.