„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არ იძახდნენ, მარტში ჩვენ გამოვიყვანეთ ხალხიო? ხომ დაითვალეს თავისი თავი 9 აპრილს? - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს ევროპელი პენსიონერების ქურდი, ხომ მაგარია? - მაგ ხალხთან მე არაფერი მაქვს საერთო. კეზერაშვილისგან რომ ფულს იღებენ და ვანო მერაბიშვილისგან დავალებებს, იმ ხალხთან არაფერი მაქვს საერთო. ხალხსაც არ უნდა, ხომ ნახეთ 9 აპრილს. სამი ტელევიზია ხომ ატრიალებდა რეკლამას - არიქა და გამოდით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არ იძახდნენ მარტში ჩვენ გამოვიყვანეთ ხალხიო? ხომ დაითვალეს თავისი თავი 9 აპრილს?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.