თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

"თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია. 

ჩვენ კი დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი. 

ვიზიარებ თემურ უგულავას ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას!"- წერს კახა კალაძე.

ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა