ბახმაროში უნდათ ამ ღორობის აშენება, შესაბამისად ორბი ჯგუფია თუ სვავების ჯგუფი უნდათ ბახმაროს უნიკალურობის მოსპობა და იქაურობის აოხრება - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
დეველოპმენტი სიტყვასიტყვით ნიშნავს განვითარებას, მაგრამ ჩვენთან დეველოპერები ძირითადად აოხრებით და სივრცეების გაპარტახებით არიან დაკავებულები. მხოლოდ ჩვენთან დეველოპმენტი არის ღორობა და არა განვითარება. ბახმაროში უნდათ ამ ღორობის აშენება, შესაბამისად ორბი ჯგუფია თუ სვავების ჯგუფი უნდათ ბახმაროს უნიკალურობის მოსპობა და იქაურობის აოხრება! აი, ეს ღორობა, ქაჯობა და სვავობა უნდა შევაჩეროთ ყველამ ერთად