ამ ვითარებაში ნებისმიერმა უნდა მოთოკოს თავისი ამბიციები ქვეყნის ინტერესების გამო. ბატონმა გახარიამაც უნდა მოთოკოს თავისი ამბიციები, თავისი სურვილები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ჩემი ცოფი და ბრაზი გახარიას წინააღმდეგ მაქვს, 20 ივნისი ვერაფრით ვერ გადამიხარშავს და ვერაფრით ვერ მომინელებია, მაგრამ დღეს ქვეყანა არის განსაცდელში. ჯერ კოკოითი დგას და აბუჩად გვიგდებს ამათი ბოდიშის გამო, აქეთ კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში და თქვა რომ 7 აგვისტოს ქართულმა სახელმწიფომ გახსნა ცეცხლი. პირდაპირ დაუფარავ ღალატზეა ხელისუფლება გადასული. შესაბამისად, ამ ვითარებაში ნებისმიერმა უნდა მოთოკოს თავისი ამბიციები ქვეყნის ინტერესების გამო. ბატონმა გახარიამაც უნდა მოთოკოს თავისი ამბიციები, თავისი სურვილები. ჩვენ ისედაც იმ კოალიციაში დღე და ღამე ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა შეიძლება დავთმოთ მაქსიმალურად, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა.