გიული ავალიშვილი და ვალერი შოშიაშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 6 ივნისს წარდგებიან და ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს გაიხსენებენ.
"6 ივნისს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი გიული ავალიშვილი და ბატონი ვალერი შოშიაშვილი."