ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაური, ტატიანა ოსტაშენკო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ЗСУ-ს სამედიცინო ძალების ახალ მეთაურად კიევის ცენტრალური სამხედრო საავადმყოფოს უფროსი, ანატოლი კაზმირჩუკი დაინიშნა.
თავისი გადაწყვეტილების განმარტებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო მედიკოსები თემში დიდი ხანია საუბრობენ "სამედიცინო მომსახურების პრინციპულად ახალი დონის საჭიროებაზე."