უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა რუსეთის მხარდამჭერი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების მორიგი სერია დაამტკიცა.
„ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, რომლებიც შეეხება 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს. შეზღუდვები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციაში, ასევე – იმ პირებზე, რომლებიც სხვადასხვა გზით ეხმარებიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, რომელსაც 18 ნოემბერს მოაწერა ხელი ზელენსკიმ, ძალაში 10 წლის ვადით შედის.