უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი არჩევნების შესახებ განცხადების გაკეთებას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს და ამიტომ ცდილობს, ამ დროისთვის ბრძოლის ველზე თუნდ რაიმე შედეგი აჩვენოს.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინს ახლა აქვს ძალიან ცინიკური და კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და მზად არის, დახოცოს თავისი ხალხი, რამდენიც უნდა, რადგან სურს, რომ დეკემბრის პირველ ნახევარში, როდესაც გეგმავს არჩევნების გამოცხადებას, რაიმე ტაქტიკური შედეგი მაინც აჩვენოს. რუსეთი ავდიივკასთან ჯარისკაცებსა და აღჭურვილობას იმაზე უფრო სწრაფად და მასშტაბურად კარგავს, ვიდრე ბახმუტთან", – განაცხადა ზელენსკიმ.