უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 მაისის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასობრივ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კიევმა არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა.

"რთული ღამე მთელი უკრაინისთვის...

... ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გაჭიანურების მიზეზი მოსკოვია.

უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა, როგორც სრული, ასევე ცაში.

ეს ყველაფერი უგულებელყოფილია. აშკარაა, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლა გვჭირდება," - განაცხადა ზელენსკიმ.