უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა აშშ-ის როლის მნიშვნელობას სამშვიდობო ძალისხმევაში, რათა მოიძებნოს გზები ომის დასასრულებლად.
როგორც ზელენსკიმ მიმართვისას განაცხადა, უკრაინის პარტნიორებთან ძალიან აქტიური მუშაობა დღესაც გრძელდება.
"ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპთან გუშინდელი საუბრის დეტალებსა და იდეებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა კვლავაც მონაწილეობდეს მშვიდობის დამყარების პროცესში.
რუსეთში სწორედ ამერიკის ეშინიათ და სწორედ ამერიკის გავლენას შეუძლია მრავალი სიცოცხლის გადარჩენა, თუ ის პუტინზე ომის დასრულებაზე გავლენას მოახდენს.
ჩვენ პარტნიორებთან ვსაუბრობთ რუსებთან შემდეგ შეხვედრებზე - პირდაპირ მოლაპარაკებებზე, რისთვისაც უკრაინა აბსოლუტურად მზადაა და ნებისმიერ ფორმატში, რომელიც შედეგს გამოიღებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.