უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევა.
"სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ისინი ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ამიტომ ჩვენი ყველა სახის ზეწოლა, ჩვენი ყველა მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია.
ზეწოლა არწმუნებს. ზეწოლა ბრძოლის ველზე. ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამისთვის არსებობს სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას", - განაცხადა ზელენსკიმ.