"თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია" , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიაში“ უმრავლესობა უკრაინას უჭერს მხარს
„რესპუბლიკელებს“ შორის განსხვავებული პოზიციები არსებობს, მათ შორის – უფრო მემარჯვენე, რადიკალური, მაგრამ, "რესპუბლიკურ პარტიაში“ უმრავლესობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს“, – განაცხადა მან.