ჩვენ ვაპირებთ პასუხის გაცემას ველურებისთვის, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას და დასძინა, რომ იმუშავებენ რუსეთის და პუტინის პასუხისგებაში მისაცემად.
„ყოველგვარი ეჭვის მიღმა, ჩვენ ვაპირებთ, აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ამ ტერორისტებმა გაანადგურეს. და ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ჩვენ ვაპირებთ პასუხის გაცემას ამ ველურებისთვის რუსეთიდან. ყველა, ვინც დაშავდა, მიიღებს საჭირო დახმარებას. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ვიმუშავებთ ამ ტერორისთვის რუსეთის და პუტინის პასუხისგებაში მიცემაზე, დარტყმების განსახორციელებლად მისი ბრძანებებისთვის. უკრაინა გამოვა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის ინიციატივით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმების გამო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.