აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც „აძლიერებს შეშფოთებას მისი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ და საფრთხეს უქმნის მის საპრეზიდენტო კამპანიას".
ბაიდენმა შეცდომა დაუშვა ნატოს სამიტის ბოლო დღეს, ხელმოწერის ცერემონიალის დროს, სულ რაღაც ერთი საათით ადრე იმ იშვიათ პრესკონფერენციამდე, რომელსაც, გამომდინარე იქიდან, რომ სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური მოკავშირე და დონორი მოუწოდებს შეწყვიტოს საპრეზიდენტო კამპანია, „გადამწყვეტი" უწოდეს.
შესავალი სიტყვის დასასრულს, ბაიდენმა თქვა:
„ახლა კი მინდა სიტყვა გავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც იმდენივე სიმამაცე აქვს, რამდენიც შეუპოვრობა. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი"
ბაიდენმა მაშინვე გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა და შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას:
„პრეზიდენტი პუტინი! ჩვენ დავამარცხებთ პრეზიდენტ პუტინს. პრეზიდენტო ზელენსკი. მე ძალიან ფოკუსირებული ვარ პუტინის დამარცხებაზე. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონო პრეზიდენტო"