უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ „პრეზიდენტ პუტინად“ მოხსენიებას უწოდა შეცდომა, რომლის დავიწყებაც შეიძლება.
ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით „პრეზიდენტ პუტინად“ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე წარადგინა.
„ეს შეცდომაა. ვფიქრობ, რომ აშშ-მა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს. ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა, ასე ვფიქრობ“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, საიმონ ჰარისთან შეხვედრისას.
თარგმანი: პირველი არხი