ვაპირებ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დეტროიტში შეკრებილი მომხრეებისთვის მიმართვისას განაცხადა.
ჯო ბაიდენის თქმით, აპირებს, კიდევ ერთხელ დაამარცხოს ტრამპი.
„თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო. რას აპირებს ჯო ბაიდენი? აპირებს თუ არა დარჩეს რბოლაში? ის აუცილებლად წავა. აი, ჩემი პასუხი: მე ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე არ ვაპირებ ამის შეცვლას. მე ვარ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. მე ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი. ტრამპი ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.