რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონური, იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აცხადებს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანმიმდევრულ და ურყევ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკისადმი, მათ შორის, უკრაინის მიმართულებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.