რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. 2000 წლის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ფხენიანში.
რუსული მედიის ცნობით, პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
ვიზიტი ორ დღეს გასტანს. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული ხელშეკრულების პროექტი.
კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება ხელშეკრულების პროექტში არაპრინციპული ცვლილებები შეიტანოს. ამავე განკარგულების მიხედვით, საბოლოო დოკუმენტს ხელი ქვეყნის ლიდერებმა უნდა მოაწერონ.