უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვლადიმირ პუტინის პირობები ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა.
„პუტინის პირობები არის ულტიმატუმი, ეს არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც ადრე წამოაყენა. ვხედავთ, ის ნაციზმის აღორძინებით არის დაკავებული, ნაციზმის ახალი ტალღაა – რუსული ნაციზმის ტალღა!“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინი იმავე გზას მიჰყვება, რასაც ჰიტლერი აკეთებდა:
"ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა... ას წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ეს ყველაფერი დამთავრდებაო“. ეს ისტორიულად ტყუილია! ამის შემდეგ მან პოლონეთის ნაწილი მოითხოვა, შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია, თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, თუმცა მანამდე მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე ლაპარაკობდა".
პუტინმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა და NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა დაასახელა.