უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა: "შეწყვიტეთ ჩვენი შევიწროება!"

ორბანმა ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. პოსტში ის ზელენსკის მიმართავს.

"უნგრეთი NATO-სა და ევროკავშირის წევრია, რომელთა მხარდაჭერის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. ბატონო ზელენსკი, სრული პატივისცემით, შეწყვიტეთ ჩვენი შევიწროება!" - წერს ორბანი.

შეგახსენებთ, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს.