კიდევ ერთი დღე, „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი ევროპელი პატრიოტის წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნიკოლა სარკოზისთვის პატიმრობის შეფარდებას.
„კიდევ ერთი დღე, „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი ევროპელი პატრიოტის წინააღმდეგ. პრეზიდენტ სარკოზის წინააღმდეგ დევნა უნდა დასრულდეს! პრეზიდენტი სარკოზი ღირსეული ადამიანია. სამართლიანობისთვის ბრძოლაში მას დიდ ძალას ვუსურვებ. ბატონო პრეზიდენტო, უნგრელი პატრიოტები თქვენთან არიან!“- წერს ორბანი.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს საფრანგეთის ექსპრეზიდენტი პარიზის სასამართლომ, პირადი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, მუამარ კადაფისგან თანხის მიღების საქმეში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი ბრალდებებს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
Another day, another witch hunt against a European patriot. The persecution against President @NicolasSarkozy must come to an end!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) September 26, 2025
President Sarkozy is a man of honour. I wish him much strength in his fight for JUSTICE.
Mr. President, the Hungarian patriots are with you!