ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა პლატფორმა X-ზე ატვირთულ ვიდეოში განაცხადა.
უშის ვიზიტმა გრენლანდიაში იმდენი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ გადავწყვიტე, ის მარტო არ გაერთოს და მე მას შევუერთდე. ვაპირებ მოვინახულო ჩვენი მცველები გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კოსმოსურ ძალებში და ასევე იმის შესამოწმებლად, თუ რა ხდება უსაფრთხოების კუთხით, გრენლანდიაში, რადგან, როგორც იცით, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ბევრი სხვა ქვეყანა ემუქრება გრენლანდიას, რომ გამოიყენებს მის ტერიტორიას და საზღვაო გზებს, რათა დაემუქროს შეერთებულ შტატებს, დაემუქროს კანადას და, რა თქმა უნდა, დაემუქროს გრენლანდიის ხალხს, - ამბობს ვენსი ვიდეოში.
შეერთებული შტატების თავდაპირველი გეგმის თანახმად, გრენლანდიაში ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის და ძაღლები რბოლაზე დასასწრებად ჩასულ უშა ვენსს უნდა შეერთებოდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი კრის რაიტი. შეერთებული შტატების ამ განზრახვის მიმართ მწვავე უკმაყოფილება გამოხატეს როგორც დანიის, ისე გრენლანდიის ოფიციალურმა პირებმა. უკმაყოფილებამ კიდევ უფრო ფართო ხასიათის გახდა მას შემდეგ, რაც ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დანია, რომელიც აკონტროლებს გრენლანდიას, არ ასრულებს თავის სამუშაოს და არ არის შეერთებული შტატების კარგი მოკავშირე.
ჩვენი საკუთარი ნაციონალური ინტერესების დაცვის მიზნით ჩვენ უფრო მეტი ინტერესი უნდა გამოვავლინოთ გრენლანდიის ტერიტორიისადმი და სწორედ ამას აპირებს პრეზიდენტი ტრამპი. მისთვის სულ ერთია, რას გაჰყვირიან ჩვენზე ევროპელები. ის ზრუნავს იმაზე, რომ ამერიკის მოქალაქეების ინტერესები იყოს პირველ ადგილზე, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
ვენსის ამ განცხადებას არაერთი მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ჯონ რუფუს გრიფორდმა, პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2012 წლის და ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიების ფინანსურმა დირექტორმა, შეერთებული შტატების ელჩმა დანიაში 2013-2017 წლებში, განაცხადა:
თქმა იმისა, რომ ამ დილით ცოტათი ნერვები მომეშალა - თითქმის არაფრის თქმას ნიშნავს. მე მრავალი წელი მქონდა ურთიერთობა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, მრავალჯერ ვთხოვე მათ შეერთებული შტატების სახელით, გაეგზავნათ თავიანთი ახალგაზრდები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, სირიაში ქიმიური იარაღის გასანადგურებლად, აფრიკაში ებოლასთან გასამკლავებლად და ისინი ყოველ ჯერზე უყოყმანოდ აცხადებდნენ თანხმობას დიადი მოკავშირის თხოვნაზე.
ამის შემდეგ გრიფორდი იხსენებს დანიელ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ და ამბობს, რომ ყველა მოკავშირეს შორის ყველაზე მეტი დაღუპული ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით შეერთებული შტატების შემდეგ დანიას ჰყავს.
ჯონ რუფუს გრიფორდის ამ სიტყვებს არა ერთი და ორი იმეორებს და მეტი დამაჯერებლობისთვის თან ურთავენ მონაცემებს ვიკიპედიიდან, რომლის თანახმადაც, ყოველ მილიონზე დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა აშშ-ისთვის 7,96-ის, დანიისთვის 7,82-ის და საქართველოსთვის 7,27-ის ტოლია.
Denmark may well have a claim to being one of the strongest allies the USA ever had. https://t.co/b6c07Ou5Iv pic.twitter.com/fBFFDMatX0
— John Reeks (@wartsandbrawls) March 23, 2025
აღვნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი დანაკარგი საქართველომ განიცადა და ვიკიპედიას და ზოგიერთ სხვა წყაროში გამოთვლა საქართველოს მოსახლეობის გადაჭარბებულ რაოდენობას ემყარება. არცერთხელ, ავღანეთში კოალიციური ძალების შესვლის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს მოსახლეობა არ ყოფილა 4,4 მილიონი. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2001-2007 წლებში საქართველოს მოსახლეობა 4,0-3,9 მილიონის, ხოლო 2008-2021 წლებში კი 3,8-3,7 მილიონის ფარგლებში იყო. მაშასადამე, დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა ყოველ მილიონზე 8,4-ს უტოლდება.