ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევრომაიდნის მე–10 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.
„ღირსების ათი წელი. სიამაყის ათი წელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა. მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩებში და ერთი ხმა გააჟღერეთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და ჩვენი მომავალი თქვენთანაა. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი მომავალი თავად გემართათ.
დღეს, როგორც არასდროს, ცხადია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, ბოლოს და ბოლოს დაიწყო. დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ევროპას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.