ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, გაიხსნას გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები მოლდოვასა და უკრაინასთან.
რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
„ათი წლის წინ დაიწყო პროტესტი მაიდანზე. ადამიანები დაიხოცნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს, რადგან ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და დღეს, ათი წლის შემდეგ, ისტორიული დღე გახლავთ, რადგან კომისია გასცემს რეკომენდაციას, საბჭომ დაიწყოს ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გახსნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ასევე, საუბარი გახლდათ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.