ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზას დამატებით 25 მლნ ოვროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მლნ ევროს მიაღწევს.
"ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორებთან მუშაობა რაფაჰის ლოგისტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ვმუშაობთ დამატებით მარშრუტებზე, მაგალითად, საზღვაო დერეფანზე კვიპროსიდან - რაც უზრუნველყოფს დახმარების მდგრად, რეგულირებულ და ძლიერ ნაკადს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.