ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ჰეზბოლა უფრო და უფრო მძიმე ფასს იხდის, რადგან ტერორისტული დაჯგუფება აგრძელებს თავდასხმებს ჩრდილოეთ ისრაელზე. ამის შესახებ The Times of Israel წერს.
"2024 იქნება გამოწვევებით სავსე, ჩვენ ვიქნებით ღაზაში ომში, ჩვენ ღაზაში მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოლებთ, ეს ნამდვილად ასეა," - თქვა ჰალევიმ დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის დროს.
"ჩრდილოეთში ჰეზბოლამ გადაწყვიტა ამ ომში ჩართვა, ჩვენ მუდმივად მზარდ ფასს ვახდევინებთ. გუშინ გადაიხადეს შვიდი მოკლულით, ასევე გუშინ ორი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნით და ჩვენ ვზრდით ფასს, რომელსაც ტერორისტები გადაიხდიან," - აღნიშნა მან.
მისი თქმით, IDF-ს ეკისრება პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ ისრაელის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების სახლებში დაბრუნებაზე და ეს ან ჰეზბოლაზე სამხედრო ზეწოლით მოხდება, "ან ჩვენ სხვა ომში აღმოვჩნდებით."