უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, 7 სექტემბრის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 34 შეტაკება მოხდა და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ვითარება "რთული რჩება".
"უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევის ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
მისი ცნობით, უკრაინის არმიამ მოიგერია შეტაკებები კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის არეალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული რაიონების გასათავისუფლებლად კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.