თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იუწყება АР.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, ქუთაჰიის პროვინციაში, ქალაქ სიმავში 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, ბიძგები ასევე იგრძნობოდა სტამბოლში,

ძლიერი ბიძგების გამო მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.