აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის "რუსეთით იმედგაცრუებულია" და ორშაბათს ამ საკითხზე "მნიშვნელოვან განცხადებას" გააკეთებს.
"რუსეთით იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, ორშაბათს რუსეთზე მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ", - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს, მათ შორის Patriot-ის სისტემებს, NATO-ს გავლით მიაწვდის და ამ იარაღის საფასურს ალიანსი დაფარავს.